მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე?

„მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე? ყველა ხელმძღვანელები ვართ, ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული, ის დაისაჯა უმკაცრესად. ხელმძღვანელი, ვთქვათ იგივე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რატომ უნდა გადადგეს? შეიძლება დეპარტამენტში იყოს 500-600 ადამიანი“. რიგითმა რაღაც დააშავა, რატომ უნდა გადადგეს დეპარტამენტის ხელმძღვანელი? პირიქით, უნდა დასაჯო, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაული იყო და პროკურატურამ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა რუსთავში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებული პოლიციელების შესახებ კომენტირებისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია რეგიონებზე – ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას