სინდისის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს – სხდომას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრება.
საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს, რომელიც სათათბიროდაა გასული.
შეგახსენებთ, მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას, გირაოს ან ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობის სანაცვლოდ.