„მათ უნდათ მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე მოიპოვონ უმრავლესობა“, – სერგო რატიანი ქართული ოცნების შესახებ

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

გერმანული მოდელის მხარდაჭერის საკუთრი არგუმენტები განმარტეს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიაში. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას სურს მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვოს უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.

„გერმანული მოდელი უფრო ახლოს არის სამართლიან მოდელთან, იმასთან, რომ არ იკარგება ხმები. თუმცა, ჩვენ გვქონდა ჩვენი შენიშვნები, გვაქვს კონსულტაციები. მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებით ბოიკოტის რეჟიმში. თუმცა ვიცით, რომ, ჯერჯერობით, ამ კანონს არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის მომხრე. უმრავლესობა უნდა, რომ მიიღონ იმაზე მეტი ხმა, ვიდრე რეალურად ეკუთვნით. მათ უნდათ, რომ მაჟორიტარების საშუალებით მოიპოვონ უმრავლესობა. ანუ რეალურად პროპორციულ არჩევნებში შეიძლება წააგონ და მაჟორიტარებში შეკრან ხელისუფლება, ეს არის მათი მოტივაცია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

 

banner
წინა სტატიაში“ექიმები საზღვრებს მიღმა” გაეროს უშიშროების საბჭოს ომის წესების დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგაეროს ბავშვთა ფონდი პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხების ჩართვას სთხოვს