27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“მათ შურისძიების მახვილი უნდა მიეღოთ და მიიღეს კიდეც”, – პუტინი სუმის დაბომბვაზე

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინულ ქალაქ სუმიში, რუსული სარაკეტო დარტყმის მომენტისთვის მიმდინარეობა უკრაინის იმ სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოვება, რომლებიც კურსკის ოლქში სამხედრო დანაშაულს სჩადიოდნენ: “მათზე აუცილებლად უნდა გვეძია შური, ისინი რისხვას იმსახურებდნენ და ეს მიიღეს კიდეც”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების შეწყვეტას, პუტინი ამბობს, რომ ეს თემა “გადასახედია” და აპრილის შუა რიცხვებში, სუმიში მომხდარ დაბომბვას იხსენებს:
“მაგალითად, სუმის ეპიზოდი ავიღოთ. იყო თუ არა შენობა სამოქალაქო ინფრსტრუქტურული ობიექტი? კი, იყო. მაგრამ იქ უკრაინელ სამხედროებს აჯილდოვებდნენ, ამიტომ ის უნდა გაგვეკეთებინა, რაც გავაკეთეთ”, – აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, სუმიში მომხდარი აფეთქების დროს 35 ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც დაიღუპნენ.

რაც შეეხება ე.წ. “სააღდგომო ზავს”, პუტინის განცხადებით, უკრაინული იერიშების კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა, მაგრამ სახეზე იყო დარღვევებიც. მისივე თქმით, თავდაპირველად უკრაინა რუსეთის მიერ შეთავაზებულ ზავს განიხილავდა, როგორც ადამიანების ბედით და სიცოცხლით თამაშს, მაგრამ “უკრაინულ მხარეს აღმოჩნდნენ უფრო ჭკვიანები, ალბათ, უცხოელი კურატორები, რომლებმაც ურჩიეს, რომ ასეთი ინიციატივების იგნორირება წამგებიანია.

banner
წინა სტატიაშიისევ სკანდალი: თეთრი სახლის საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა 11.000-ზე მეტმა ადამიანმა შემთხვევით მიიღო
შემდეგი სტატიაროგორ მოკლეს იჩქერიის პრეზიდენტი 1996 წლის 21 აპრილს – მკვლელობის მომენტი და დეტალები