„მათ პრაქტიკულად აღიარეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობენ,” – ოთარ კახიძე შსს-ზე საუბრობს

ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის წევრი ოთარ კახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ პრაქტიკულად აღიარეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობენ.

„მათ პრაქტიკულად აღიარეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობენ. თანამშრომლობენ ოღონდ დაცული არხებით ვთანამშრომლობთ, ანუ ყველასთვის არ არის ცნობილი. დაცული არხებით, ინტერპოლის გავლით აქვთ აწყობილი ეს თანამშრომლობის ორგანიზმი, რაც არსი ასევე სამარცხვინო. არ შეიძლება საქართველოს სახელმწიფო, საკუთარ ოფიცრებზე ინფორმაციას აწვდიდეს რუსეთის ფედერაციას,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისთვის წევრი აცხადებს, რომ მათ დაიბარეს შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მათ პასუხი უნდა გასცენ ყველა კითხვას, რომელიც აქვს საზოგადობას მათ წინაშე.

„ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. როგორ ხდება და ვისი გადაწყვეტილებით ხდება ინფორმაციის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის ჩვენი ოფიცრების და ჩვენი ჯარისკაცების დევნის მიზნით,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროკურატურამ საკითხი უნდა შეისწავლოს.

banner
წინა სტატიაშითქვენ ხართ სამარცხვინო პოლიტიკოსი !
შემდეგი სტატიალარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა