“მათ გაანადგურეს მტკიცებულებები” – ოპოზიცია მღებრიშვილს პარლამენტში იბარებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს. “ენმ”-ში ამბობენ, რომ გიორგი მღებრიშვილი კითხვებს თავს არიდებს, რადგან მათივე განცხადებით, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

„ცხადია, რომ ეს არის კიდევ ერთი შოუ, რომელსაც დგამს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში მონაწილეობდნენ სპეცსამსახურები და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ არათუ არ გამოიძიეს, არამედ გაანადგურეს მტკიცებულებები,“ – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენს თეატრალური უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა დისკრიმინაციულად მიაჩნია
შემდეგი სტატიაჩვენს დემოკრატიას მიადგა უდიდესი საიმიჯო ზიანი, ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი-კაპანაძე