მათ არ უნდათ წასვლა, მაგრამ მოუწევთ

მათ არ უნდათ წასვლა, მაგრამ მოუწევთ – აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი. მისი თქმით, ის რაც ხდებოდა გუშინ პარლამენტის წინ აქციაზე იყო ძალის გადამეტება და ამაზე პასუხისმგებელი პირი გიორგი გახარია.

დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლებისგან ნებისმიერ დამანგრეველ ნაბიჯები მოსალოდნელია, მათ შორის ისიც, რომ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„მოქალაქეები სრულიად სამართლიანად არიან აღშფოთებული იმით, რაც მოხდა გუშინ, გუშინ ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული, ის სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან მომიტინგეებს გამოგონილი საბაბით,რომ თითქოს პარლამენტის, ფოსტის აღებას აპირებდა ვიღაცა.

დაიწყო ქალაქში ნადირობა, სამასზე მეტი ადამიანია დაკავებული, უმარავი ადამიანი დასახიჩრებულია , დაკარგეს მხედველობა, ერთი სასიკვდილოდ არის გადადებული, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, ამიტომ ყველანი ვართ შეთანხმებული, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, გადადგეს და გამოძიებული იქნას, გახარიას საქმიანობა, და ყველას გვჭირდება სამართლიანი პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები. ამ ხელისუფლების ხელში ამ ქვეყანას არ უწერია განვითარება და უარესები გვიწერია,“-აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო გავრილოვის შემოშვება და ჩასმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ზურაბიშვილის განცხადებით, გუშინ საზოგადოებამ აჩვენა, რომ მზად არის ეროვნული ღირსების დასაცავად.

დავით ზურაბიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ მინისტრი პასუხისმგებლობას აიღებს, მაგრამ მისი თქმით, გუშინ არც კობახიძე აპირებდა გადადგომას, თუმცა ის სახალხო პროტესტის შემდეგ გადადგა.

„აქ იმაზე კი არა რის საქმე,რ ომ მატ უნდათ წასვლა, მათ არ უნდათ, მაგრამ მოუწევთ. ხელისუფლებას მოუწევს წასვლა, ისე როგორც ივანიშვილს მოუწევს წასვლა ძალაუფლებიდან დანარჩენს სამართლიანი სასამართლო და ქართველი ხალხის გადაწყვეტს როგორ იქნება,“-ამბობს დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბექა ბასილაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი: გახარია უნდა გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები