“მათ არ უნდათ დევნილების რეგისტრაცია იმიტომ, რომ მერე ძალიან ბევრი გახდებიანო “- დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელი სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. დაპირისპირება უმრავლესობის წარმომადგენლის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის აზრითაც დევნილების ავტომატური რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს. შედეგად „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და მათთან ერთად კომიტეტზე მყოფმა დევნილებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.

„კობა ნარჩემაშვილმა, რომელიც იყო აგრესიულად განწყობილი დევნილების მიმართ, პირდაპირ განაცხადა, რომ მათთვის პრობლემაა დევნილების რაოდენობის გაზრდა, ანუ მათ არ უნდათ დევნილების რეგისტრაცია, რადგან მერე ძალიან ბევრი გახდებიანო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” პოლიტიკური სკანდალის გადაფარვას ცდილობს – ლევან ბეჟაშვილი
შემდეგი სტატია“უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში”