მათ არ ესმით პრობლემის მთელი სიღრმე – რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე საუბრობს

gociridze

ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ხელისუფლების „ცუდ მუშაობას“ უკავშირებს და აცხადებს, რომ “ხელისუფლება აგრძელებს გარკვეულ ფაქტორებზე გადაბრალებას”.

რომან გოცირიძის თქმით  მთავრობა არსებულ პრობლემას რეალურად არ აღიქვამს.

„მათ არ ესმით პრობლემის მთელი სიღრმე, დიაგნოზი არის აბსოლუტურად არასწორი, როდესაც დიაგნოზი არასწორია მკურნალობაც არაადეკვატური იქნება,“ – აცხადებს რომან გოცირიძე, რომელმაც აქვე ის ორი გზა დაასახელა, რომლითაც არსებული ვითარებიდან შესაძლებელია გამოსვლა.

„პირველი, ეს არის სწორად შედგენილი ბიუჯეტი და ითქვა, რომ მომავალი ბიუჯეტი რადიკალურად შეცვლილი იქნება. ვნახავთ, როგორც იტყვიან აღდგომა და ხვალეო, ჩვენ დავხვდებით ბიუჯეტს პარლამენტში და მეორე, რაღაც რეგულაციებს შემოიტანენ ეროვნულ ბანკთან ერთად, თუმცა ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და მისი სახელით კანცელარია არ უნდა საუბრობდეს. ყველა რეგულაცია, რაც კი ჩაატარა მთავრობამ, დაგვიბრუნდა უკუშედეგით. 10 წელია, ცუდი არაფერი ხდებოდა ქართულ ეკონომიკის ბაზარზე და ლარი იყო სტაბილური, დერეგულირება არის საჭირო და არა რეგულაცია,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაჰაერო ძალების სარდლად სერგო ნინუა დაინიშნა – ცვლილებები თავდაცვაში
შემდეგი სტატიალარი რომ მერყეობს, ეს რეალობაა – აკაკი ზოიძე