მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციისთვის გადაისროლეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციისთვის გადაისროლეს. მორავეცკი აღნიშნავს, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის შეფასებით, ბელარუსში ამჟამად „ვაგნერის“ 4000-მდე დაქირავებული იმყოფება, რომელთა გამოყენებაც პროვოკაციული მიზნებით არის შესაძლებელი.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პროვოკაციების რიცხვი გაიზრდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მზად ვართ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ არასდროს გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიასაქართველო საერთაშორისო სანქციებს იცავს, ინდივიდუალურ სანქციას არ დავაწესებთ, რადგან ეს ჩვენი ხალხის ინტერესებში არ შედის – მაჭარაშვილი