მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვა საბოტაჟის აქტია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვა საბოტაჟის აქტია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მატეუშ მორავეცკიმ ნორვეგიასა და პოლონეთს შორის ახალი გაზსადენის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ აღმოვჩნდით საბოტაჟის აქტის წინაშე. ჩვენ არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის საბოტაჟის აქტი, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის შემდგომ ნაბიჯთან“, – განაცხადა მორავეცკიმ.

როგორც „ბიბისი“ წერს, კრემლშიც განაცხადეს, რომ არ გამორიცხავენ საბოტაჟის აქტს, ხოლო გაზსადენებზე მიყენებულ ზიანს უპრეცედენტო უწოდეს.

ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

banner
წინა სტატიაშილადო მგალობლიშვილი – დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაშია” მოსალოდნელი
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა