“მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას ვერანაირი სამხედრო გამართლება ვერ ექნება. ნებისმიერ ქვეყანაში სამოქალაქო მატარებელზე დრონის თავდასხმა ჩაითვლებოდა, როგორც წმინდა ტერორისტულ აქტად.
რუსებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს მოქალაქეების მკვლელობა და ტერორი. ისინი ინვესტიციას დებენ ადამიანების ტერორის განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა ის, რაც უნდა აერთიანებდათ მსოფლიოში ყველა წესიერ ადამიანს – სიცოცხლის დაცვის სფეროში პროგრესის უზრუნველყოფა. ეს კი შესაძლებელია რუსეთზე ზეწოლით და რუსეთის დასჯით. ეს შესაძლებელია უკრაინის მხარდაჭერით”,– ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ, რუსებმა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო მატარებელი დაბომბეს.

















