21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

მატარებლის შეჯახების შედეგად სამტრედიაში დაღუპული ბიჭი 21 წლის ხვიჩა ირემაძეა,_  ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში ცხოვრობდა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა კაცს ბათუმი-ქუთაისის მატარებელი შეეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მრავლობითი დაზიანება მიიღო და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიReuters – აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილ სამხედრო პაკეტში Patriot-ის ტიპის რაკეტები არ იქნება
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: 4 ოქტომბრის ჭრილში ახალი გეგმის შეთავაზებას არ ვაპირებთ — ჯერ გაიაზრონ, რა მოხდა