მატარებლიდან ჩამოსმულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც მგზავრების პროტესტის გამო თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩამოსვეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტებმა შანხაი დატოვეს ერთი თვის წინ და 3 კვირა იყვნენ დუბაიში.

“ამის შემდეგ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ჯერ იყვნენ გუდაურში, შემდეგ თბილისში და მიდიოდნენ ბათუმში. ეს ეპიდანამნეზი გამორიცხავს კორონავირუსის არსებობას. რამდენიმე საათით ვაკვირდებოდით. ტემპერტურა არ ჰქონიათ, ასევე არ ყოფილა არანაირი სიმპტომი, რაც შეიძლება კორონავირუსის შემთხვევაში დაფიქსირდეს”, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ჩინეთის ამ მოქალაქეებმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს.

banner
წინა სტატიაში”თავისუფლება გავრილოვის პატიმრებს” – სირცხვილია სასამართლოსთან აქციას მართავს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოში მივიდა – ბრალდების მხარე მიხეილ კალანდიასთვის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება