11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

მასუდ ფეზეშქიანი: ლიბანში ისრაელის ხელახალი შეჭრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა

„ლიბანში ისრაელის ხელახალი შეჭრა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავდაპირველი შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ეს მოტყუებისა და შეთანხმებებისადმი ერთგულების არარსებობის საშიში ნიშანია. ამ ქმედებების გაგრძელება მოლაპარაკებებს აზრს დაუკარგავს. ჩვენი თითები კვლავ სასხლეტზეა. ირანი არასდროს მიატოვებს თავის ლიბანელ დებსა და ძმებს“, – დაწერა ირანის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი ლიბანის მიმართულებით იერიშებს აგრძელებს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, „ჰეზბოლაზე“ დარტყმები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისრაელში ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სრული უსაფრთხოება არ აღდგება.

banner
წინა სტატიაშიჩერგოლეიშვილი: დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 35 წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებლობა გვაქვს გადასარჩენი რუსული რეჟიმისგან
შემდეგი სტატიაისრაელი ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს