21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მოჯტაბა ხამენეისთან 7-8 საათიანი შეხვედრა გამართა

The Iran International-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, უზენაეს ლიდერ მოჯტაბა ხამენეისთან 7-8 საათიანი შეხვედრა გამართა.

პეზეშკიანმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საქმეები განიხილეს.

ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული მთავარი თემები იყო ადამიანების საარსებო წყარო, დასაქმება და საცხოვრებელი.

„ასევე, განვიხილეთ სანქციებით გამოწვეული პრობლემები. ასევე მთავრობისა და ერის პოზიცია, საზოგადოების მხარდაჭერა, ერთიანობა და სოლიდარობა სხვა საკითხები“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგორში სტადიონთან მანქანა ქალს დაეჯახა
შემდეგი სტატიათელავში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს