17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

მასუდ პეზეშკიანი: ირანი დაიცავს თავის ტერიტორიას, მაგრამ ომის გაგრძელებისა და გაფართოებისკენ არ მიისწრაფვის

მასუდ პეზეშქიანი

ირანი ომის გაგრძელებას ან გაფართოებას არ ცდილობს, – Iran International-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.

„კონფლიქტი, იქნება ეს სამეზობლოში, ქალაქში, ქვეყანაში თუ ქვეყნებს შორის, არის დაავადება, რომელიც გაჩნდა. დავიცავთ ჩვენს საზღვრებს, მაგრამ არ ვცდილობთ ომის გაფართოებას ან გაგრძელებას“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მან ეროვნული უსაფრთხოება შიდა ერთიანობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ შიდა უთანხმოებების მოგვარება ხელს შეუწყობს გარე ჩარევის თავიდან აცილებას.

„ამ პირობებში უნდა ვიმუშაოთ ჯანსაღი საზოგადოების შესაქმნელად, რათა მტერს არ გაუჩნდეს ცდუნება, შემოაღწიოს მასში, დაარღვიოს ჩვენი საზოგადოების ერთიანობა და გაანადგუროს იგი“, – განაცხადა მასუდ პეზეშკიანმა.

banner
წინა სტატიაშითურქული მედია – შავ ზღვაში, თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიადანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას ახანგრძლივებს