6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

მასუდ პეზეშკიანი დსთ-ის სამიტზე “დსთ+1” ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი დსთ-ის (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) სამიტზე ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ორგანიზაციასა და თეირანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით „დსთ+1“ ფორმატის შექმნას გულისხმობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტი დსთ-ის სამიტში მონაწილეობას პირველად იღებს.

პეზეშკიანის თქმით, ირანი საკუთარ თავს რეგიონის ურთიერთდაკავშირებული გეოგრაფიის ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევს, რაც არა მხოლოდ გეოგრაფიაში, არამედ ისტორიაში, კულტურასა და ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან კონტაქტებში აისახება:

„ირანი მოქნილი და ეფექტიანი დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმის — „დსთ-ის ქვეყნები პლუს ირანი“ ან „დსთ+1“ ფორმატის შექმნის შეთავაზებით გამოდის“, — განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

როგორც მასუდ პეზეშკიანმა აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ერთობლივი მუშაობის განვითარებას ისეთ საკვანძო სფეროებში, სადაც ორმხრივი ინტერესები კვეთს. კერძოდ, საუბარია ტრანზიტზე, ენერგეტიკაზე, ვაჭრობაზე, სამთო მოპოვებაზე, ინვესტიციებზე, ტექნოლოგიებზე, წყლის რესურსებსა და გარემოს დაცვაზე, ტურიზმსა და სამეცნიერო-კულტურულ კავშირებზე.

banner
წინა სტატიაში“Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა”- შალვა პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურუდიული პირის მიმართ დევნა დაიწყო