მასწავლებელ გიგა ავალიანი მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედამ პირველად ისაუბრა და პროკურატურის ბრალდებებს საჯაროდ გამოეხმაურა. სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მისი შვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაამძიმა.
დაკავებული არასრულწლოვნის დედა, სოფო ძნელაძე, ამტკიცებს, რომ მის შვილს მასწავლებლის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მისი თქმით, არასრულწლოვანს დანაშაულის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია და მკვლელობის დღეს სახლში იმყოფებოდა. ძნელაძე პროკურატურას ბრალის შეთითხვნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ ბრალდება ძალაში დარჩება, უწყვეტ პროტესტს დაიწყებს.
დაკავებული არასრულწლოვნის დედა პასუხისმგებლობის საკითხს სვამს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძე, მიმართ, მასთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ უარის შემთხვევაში გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობას დაიწყებს.
ამავე დროს, მოკლული მასწავლებლის დედა დარწმუნებულია, რომ არასრულწლოვანი მისი შვილის მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდა. მისი თქმით, მკვლელობამდე არასრულწლოვნები თემქის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, იღებდნენ ვიდეომასალას და მასწავლებელს უთვალთვალებდნენ.


















