მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციას, ასევე რესურსცენტრების ხელმძღვანელებს სექტემბრიდან ანაზღაურება ეზრდებათ

განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.

ხოლო პედაგოგს, რომელსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდება ანაზღაურება. პედაგოგების გარდა ანაზღაურება გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს -საშუალოდ 20%-ით.

ხოლო რესურსცენტრების ხელმძღვანელების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 200 ლარით.

სიახლეს დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პედაგოგებს პრეზიდენტის ცერემონიათა სასახლეში გააცნობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა – რატომ შეეშინდა?
შემდეგი სტატიაანაკლიაში, ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს