“მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ” – განათლების კოალიცია დღევანდელ მარშს უერთდება

განათლების კოალიცია თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე დაგეგმილ მარშს უერთდება.

როგორც ღონისძიების ანონსშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და ძირითად მსვლელობას შეუერთდებიან.

“მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ. პროტესტი გრძელდება. ვიკრიბებით დედაენის ბაღში და ვუერთდებით მარშს თავისუფლების მოედანზე”, – წერია განცხადებაში.

***

დღეს, 19 საათზე, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება. თავისუფლებისთვის მარშს სტუდენტებიც შეუერთდებიან.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს