მასწავლებლები მშობლებთან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის დამატებით კრედიტებს მიიღებენ

ზამთარში პედაგოგებს საგნობრივი გამოცდა არ ჩაუტარდებათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, პედაგოგების საგნობრივი გამოცდები რჩება, თუმცა ამას ბარიერი არ ექნება.

„სიტყვა გამოცდა და ეს ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არ ერქმევა ამას, რადგან 30 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატურია. ეს იქნება კვალიფიკაციის დადასტურება, ამაღლება. ამასთან, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც მშობლებთან ურთიერთობას შეეხება”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ მშობლებთან ინდივიდუალურად მუშაობას, მეტ დროს გაატარებენ სპეციალური საჭიროების ბავშვებთან ამაში მიიღებენ კრედიტებს.

მისივე თქმით, გარდა ამისა, აკადემიური ხარისხები დოქტორობა, ან დოქტორობაზე სწავლა, ასევე მაგისტრობა, ან სამაგისტროზე სწავლა, იქნება კრედიტების წყარო პედაგოგებისთვის.

“არ ვიცით ჯერ პედაგოგებს გამოცდებს როდის ჩავუტარებთ, თუმცა უკვე ვიცით, რომ ზამთარში პედაგოგებს საგნობრივი გამოცდები არ ჩაუტარდებათ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაში“ეს იქნება კიდევ ერთ დაცინვა ქალაქის” – ნარმანია მეორე ვადით
შემდეგი სტატიაპედაგოგს საშუალება უნდა ჰქონდეს, დაწყებით და საშუალო კლასებში ბავშვებს ცხოვრებისეულ ურთიერთობებზეც ესაუბროს