მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.

ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: საზოგადოება თვითონ გამოვა სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით
შემდეგი სტატიახელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შარაბიძეებში ახალი ხიდი დაამონტაჟეს