მასწავლებელს, რომელმაც მოსწავლეებს ყელსახვევები გაუკეთა, საყვედური გამოუცხადეს

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 19:06

მასწავლებელს, რომელმაც მოსწავლეებს ყელსახვევები გაუკეთა, საყვედური გამოუცხადეს

ქობულეთში, მასწავლებელს, რომელმაც პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთა, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა. შემთხვევა, გუშინ, 16 სექტემბერს ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში მოხდა.

აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მასწავლებლების გადაწყვეტილება დისციპლინურ გადაცდომაზე ერთსულოვანი იყო. მისი თქმით, მშობლებს სურდათ, ქეთევან ვეკუა კლასის დამრიგებლად დარჩენილიყო.

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს დამრიგებელმა, ქეთავან ვეკუამ ყელსახვევები გაუკეთა. მისი თქმით, გოგონებისთვის წითელი, ბიჭებისთვის კი ლურჯი ყელსახვევი საჩუქარი იყო. ქეთევან ვეკუამ თქვა, რომ ამ ფორმით სურდა საკუთარი მოსწავლეები სხვებისგან გამოერჩია.

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 19:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics