მასწავლებელმა აიღო ჯოხი და მთელი ღამე მცემდა – პანსიონის აღსაზრდელი

მრავალშვილიანი ოჯახის აღსაზრდელები, რომლებიც სახლში გუშინ 6 ივნისს დაბრუნდნენ, ამბობენ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში დაბრუნებას არ აპირებენ.

ოთხი ძმიდან 2 ყვება, რომ პანსიონში მათზე ფიზიკურად სხვადასხვა მეთოდებით ძალადობდნენ. ერთ-ერთი ბენეფიციარი საუბრისას იმ მასწავლებლების სახელს და გვარებსაც ასახელებს, რომლებიც მათზე ძალადობდნენ.

მისი თქმით, მასწავლებლებმა ის ღამე ჯოხით სცემეს კარები და ფანჯრები კი დახურეს, რათა გარეთ ხმა არ გასულიყო.

“მასწავლებლებს რომ გავაბრაზებდით ყურს აგვიწევდნენ, მაგრამ ძალიან თუ გავაბრაზებდით კუთხეში დაგვაყენებდნენ ან სხვა მეთოდებით გვსჯიდნენ, ძალიან ძალიან რომ გავაბრაზებდით აიღებდა რამეს და იმით გვცემდა. აი მაგალითად ჯოხით ან რამე.

კი მცემდა, ფეხებზე და ხელებზე. რო ვტიროდი მეუბნებოდა, რატო მაცემინებ თავსო.

რას ვაშავებდით და ჩემმა მეგობარმა მოკიდა ხელი მასწავლებლის შამპუნს და მერე მე დამბრალდა იმიტომ რომ მე ვარ მათზე დიდი და მე ვარ პასუხისმგებელი. მასწავლებელმა მითხრა, რომ შენ უნდა აგო მათზე პასუხი და შენ უნდა დაისაჯო მათ მაგივრადო.

მასწავლებელმა აიღო ჯოხი და მთელი ღამე მცემდა. ფანჯრები დახურეს, რომ ვინმეს ხმა არ გაეგონა.
მეუფემ არ იცოდა. არ ვეუბნებოდი, სირცხვილი იყო”,-თქვა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.

“ჩემ მეგობარს ლოგინიდან ბამბა გადმოუვარდა და მე დამაბრალეს. ღამის 5 საათზე აგვაყენეს ფეხზე და დაგვაყენეს დილამდე”,- ამბობს კიდევ ერთი ბენეფიციარი.

საპირისპიროს ამბობენ, ბავშვების ძმები:

“ვინც დაასახელეს იმ ადამიანებს ვიცნობ და არ არიან ისეთი ადამიანები. ბავშვია და დასჯიან აბა. ჩემი ძმები არიან, ჩემი ძმების გამო მოვკვდები მაგრამ… ჩემ ძმას ვნახულობდი ყოველ დღე არც ხელი ჰქონდა დალურჯებული, არც ფეხი და არც ტანი”,-თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა