მასთან პალატაში არ გვიშვებენ… უნდა ჩამოვიდეს 5 სართულს – ნიკა გვარამიამ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

“მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია ეფექტურად არის შეზღუდული”, – ამის შესახებ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილს, პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ წართმეული აქვს დაცვის განხორციელების უფლება. ჩვენ არ გვაქვს ეს შესაძლებლობა… მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მოგეხსენებათ, ის მარტივად არ გადაადგილდება. ჩვენ არ გვიშვებენ მასთან პალატაში. უნდა ჩამოვიდეს 5 სართულს მიხეილ სააკაშვილი, შემოვიდეს ოთახში, სადაც არის ხმაგაუმტარი მინა, ჩემთან ერთად არის მეორე ადვოკატი და არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი. ის, ვინც იკვლევს ამ საკითხს. მე მელაპარაკება ტელეფონით, მერე მე ვეუბნები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ან მეორე ადვოკატს, მერე ის მეუბნება კითხვას, მერე მე უნდა დავუსვა კითხვა მას და ა.შ. ეს პროცედურა არ ჩატარებულა იმიტომ რომ ასე ფაქტების დადგენა არის შეუძლებელი… შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია ეფექტურად არის შეზღუდული, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაუგულავა – აიღეთ საქართველოს დროშა, ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მისცა ამ ქვეყანას და გამოფინეთ