„მასტერა“ პატიმრობაში რჩება

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ მოსამართლე გიორგი დარახველიძემ პატიმრობაში დატოვა.მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.ამასთან, მოსამართლემ სხდომა ბრალდებულის შუამდგომლობის საფუძველზე გადადო.

როგორც ბრალდებულმა განაცხადა, მას არ ჰქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ საქმის მასალებს სრულყოფილად გაცნობოდა.

სასამართლო სხდომა „მასტერას“ სისხლის სამართლის საქმეზე 17 მაისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზღვაო ნავსადგურების კომპლექსური შემოწმება დაიწყო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა გლდანში ოფშორი მოიწყო