„მასტერა“ მზად არის სასამართლოსთან ითანამშრომლოს

MASTERAგიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ მზად არის სასამართლოსთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

„მზად ვარ ვითანამშრომლო სასამართლოსთან, რომ ამ ტრაგიკულ საქმეს ერთხელ და სამუდამოდ მოეფინოს ნათელი, გაქცევა და თავის არიდება, თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. უდანაშაულო ვარ ამ საქმეში.“- განაცხადა დგებუაძემ.

დგებუაძის თქმით, მის მიერ წარმოდგენილი ფაქტები არსებულ სურათს შეცვლის.

„არ ვაპირებ არც მიმალვას და არც თავის არიდებას. წინასწარ პატიმრობაში დიდხანს ვიყავი. რა მნიშვნელობა აქვს ჰოლანდია იქნება, ბელგია თუ მარსი, გთოვთ პატიმრობა გააუქმოთ.“- განაცხადა პროცესზე დგებუაძემ.

მიუხედავად ამ განცხადებისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ პატიმრობაში დატოვა. უარის მიზეზად მოსამართლემ მიმალვის საფრთხე დაასახელა, რადგან იგი თავს არიდებდა გამოძიებას.

დგებუაძეს ორი ბრალდება აქვს – ორი ან მეტი პირის მიერ განზრახ მკვლელობა, რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე – ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (3-დან 8 წლამდე პატიმრობა).

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა გლდანში ოფშორი მოიწყო
შემდეგი სტატიაარჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოში პირველმა რეგისტრაცია ლევან მამალაძის პარტიამ გაიარა