მასშტაბური სპეცოპერაცია სტამბულში – დაკავებულია 111 ადამიანი

სტამბულის პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ძებნაში მყოფი 111 ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაციაში ხუთი ათასზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.

სპეცოპერაციის ფარგლებში, 26 ათას მოქალაქეს შეუმოწმეს დოკუმენტები, ასევე 6 ათასი ავტომანქანა იქნა შემოწმებული.

სპეცოპერაციის შედეგად, სტამბულის პოლიციამ, 23 ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე 92 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 2760 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღო.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში ადილობრივ მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიათელავის ტყეში უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს