მასშტაბური სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში- დაკავებულ პირებს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან

დღეს დილით გამთენიისას,სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს ფოთსა და სენაკში.
დაკავებულია 20-მდე პირი,მათ ქურდულ სამყაროსთან წევრობას ედავებიან.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ჯიტა გულუა აცხადებს,მათი აყვანა დილას გამთენიისას მოხდა ქალაქების სხვადასხვა ქუჩაზე,სახლებში ჩატარდა ჩხერეკა,ამოღებულია ჩიპები და ტელეფონები.“ აქ ველოდებით სამი ადვოკატი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს,ჯერჯერობით არ გვიშვებენ შიგნით,რომ გავეცნოთ საქმის მასალებს“,- ამბობს ჯიტა გულუა.

ადვოკატ იოსებ ჯანაშიას თქმით,მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს,სავარაუდოდ ტელეფონზე უსმენდნენ,თუ ვისთან ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია დაკავებულ პირებს,ადვოკატისთვის უცნობია.

შს-ს განცხადებით,ჯერჯერობით ინფორმაცია დამუშავების ეტაპზეა და მოგვიანებით გავრცელდება. დაკავებულები ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაში“უსაფუძვლო განცხადებებით ბანკის ფინანსური სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს საქართველოს საბანკო სექტორს” – “საქართველოს ბანკი”
შემდეგი სტატია“მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა” – მეუფე პეტრე