მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში

მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში – მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა. გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურელები მხარდაჭერას უცხადებენ. აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციაზე მოსწავლეებიც იმყოფებიან. რამდენიმე წუთში საპროტესტო მსვლელობაც დაიწყება.

გაფიცული მაღაროელები უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ.

 

ნათია თურნავა  კი თვლის, რომ მოლაპარაკებების რესურსი მხარეებს ჯერ არ ამოუწურავთ.

„ვადევნებთ თვალყურს, ვიცით, რომ კომპანიას აქვს გარკვეული შემოთავაზებები და მთავარია, რომ რაც შეიძლება მძლე ერთ მაგიდას მიუსხდეს ორივე მხარე და დაიწყოს მათ შორის კომუნიკაცია. კომუნიკაციას, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადგილზე ჩავალთ, მაგრამ ვთვლით და გვაქვს ინდიკაცია, რომ თვითონ კომპანია იაზრებს პრობლემას და თვითონ კომპანია ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მეშახტეებს,“-ამბობს მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიუცხოეთში მრავალი ქართველი დღეს იმყოფება ციხეში ქურდობისთვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოიფხვრას ეს უარყოფითი მხარეები
შემდეგი სტატიასაიდან აქვს ყოფილ ხელისუფლებას ფული, რა თამაშს თამაშობენ “ოცნება” და ნაციონალები?