მასშტაბური დაბომბვა სირიაში – ერთი ჭურვი სკოლის ტერიტორიაზე აფეთქდა

სირიაში ამბოხებულების კონტროლირებად დოუმას რეგიონში მასშტაბური დაბომბვა განხორციელდა. ერთერთი ჭურვი სკოლის ტერიტორიაზე აფეთქდა.

გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშების შედეგად 30–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის 10–მდე ბავშვი და 4 ქალია.

სირიის ოპოზიციის ვარაუდით, იერიშები რუსეთის ან სირიის ავიაციამ განახორციელა. დოუმას რეგიონი დამასკოდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მას ბაშარ ასადის რეჟიმის სამთავრობო ძალები ბოლო თვეებია ინტენსიურად უტევენ.

banner
წინა სტატიაშიმაღალმთიან რეგიონებში საგადასახადო შეღავათები გავრცელდება
შემდეგი სტატიაპუტინმა ამერიკის ორი პრეზიდენტი „გადააგდო“, მაგრამ ამჯერად ამას ვერ შეძლებს