მასშტაბური აქცია “რუსთაველზე” – ვინ რა სათქმელით გამოდის ქუჩაში?!

მოქალაქეები, რომლებიც დღევანდე მასშტაბურ მსვლელობაში გეგმავენ მონაწილეობას, ამ პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ. აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ წლევანდელი წელი არც “ოცნებისთვის” იყო მარტივი და ამას მათ მიერ მიღებული კანონებიც ცხადყოფს.

აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გუნდის ნაბიჯები მათივე პოლიტიკურ დასასრულს მოასწავებს.

მათთვის იყო უმძიმესი წელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მიიღებდნენ ელემენტალურად, იმ საშინელ კანონებს, რაც მიიღეს. მათ ქნეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობა დაეშინებინათ და არ გამოუვიდათ არაფერი. რეალობას რომ შევხედოთ, არის სწორედ ეს. ამას წინათ ითვლიდნენ ჩვენი მეგობრები ფეისბუქზე: 200 ადამიანამდე პატიმარი. მათ ცივილიზებული სამყარო ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, ეს არ დამთავრდება დღეს. ეს მათ საბოლოო, პოლიტიკური განადგურებით დასრულდება, – ამბობს გია ჯვარშეიშვილი.

ჟურნალისტი ვასილ ივანო-ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ “ოცნების” ბოროტი ზრახვებს ასრულება არ უწერია. მისი თქმით, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის გუნდმა, მას ხალხი ერთიანობას დაუპირისპირებს.

საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ნებისმიერ ბოროტის მსურველს, რომ მისი ზრახვები შეუძლებელია, განხორციელდეს ასეთი ჰიბრიდული შესაძლებლობებით. შეიძლება, ვიღაცეები გაუშვან ციხეში, შეიძლება, ძალა დაგვიპირისპირონ, ძალმომრეობას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ეს ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ერთ მუშტად იკვრებოდა საზოგადოება, – ამბობს ვასილ ივანოვ- ჩიქოვანი.

პროცესში პოლიტიკოსების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს მსახიობი მანანა კოზაკოვა.

პროცესს სჭირდება პოლიტიკოსები. ხალხს სჭირდეა ვიღაც. არ ვამბობ: ლიდერი, კერპი, სჭირდებათ ჯგუფი, გუნდი, რომელსაც მწობრად გაყვებიან. იქნება ეს აქცია, ერთი ადამიანის აქცია თუ მრავალრიცხოვანი აქცია, ამას სჭირდება პროცესების სწორად მართვა და ამას უნდა მართავდეს პროფესიონალები, – ამბობს მანანა კოზაკოვა.

თბილისში დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება. დაგეგმილია ორი პარალელური მსვლელობა: 19:00 საათზე ერთი კოლონა წამოვა თსუ-ის პირველი კორპუსიდან, ხოლო მეორე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის მხრიდან.

დღევანდელი აქცია დაკავშირებულია იმ განცხადების წლისთავთან, რომელიც ირაკლი კობახიძემ გასულ წელს გააკეთა: „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.

banner
წინა სტატიაშივინ არის მოსამართლე თეა ლიონიძე, რომელსაც სააპელაციოში სინდისის 11 პატიმრის საქმე დაეწერა?!
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ეთჰოუმი” მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს