მასობრივი შიმშილობა ხელისუფლებასთან შესაძლო დიალოგის პროცესს ხელს ვერ შეუშლის – ბარამიძე

“3 დღის წინ, როდესაც ნიკა მელიამ შიმშილობასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, ამ პროცესს შევუერთდით და მასთან ერთად დავიწყეთ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად შიმშილობა. მან იქვე აღნიშნა, რომ ჩვენ შეიძლება დიდი იმედი არ გვაქვს, რომ შედეგით დამთავრდება ის ინიციატივა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა, მაგრამ ყველანაირად ჩავერთვებით და მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენი შიმშილობა იმის გამომხატველია, რომ ჩვენი პროტესტი ერთდროულად არის ყველაზე მწვავე, რაც შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე მშვიდობიანი და ყველაზე არაძალადობრივი. ამან როგორ უნდა შეუშალოს დიალოგს ხელი, გაუგებარია, აბსურდს საუბრობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და ორშაბათს მას ნიკა მელია შეხვდება. ჩვენი შიმშილობით მარტო ჩვენს ჯანმრთელობას ვნებთ, ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვაგდებთ საფრთხეში. ნერვებს შეიძლება ვუშლიდეთ და არ აწყობდეს ამ რეჟიმს იმიტომ, რომ მათი სახე კიდევ უფრო ცხადი ხდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, ვისაც სჭირდება, რომ დაინახოს და ასევე, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. რამე ნორმალურ პროცესს რომ ამან ხელი შეუშალოს, ეს ხომ სისულელე და აბსურდია”,-განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია ნებისმიერ გზაზე წავიდეს, თუნდაც, გამოიყენოს „ფეიკ” მღვდელი მიზნების მისაღწევად – ვოლსკი
შემდეგი სტატიაშალვა ოგბაიძე – გადავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თვისობრივად ახალ სისტემაზე