მასობრივი შიმშილობა არის წინააღმდეგობის ძალიან მძლავრი ფორმა – ხოშტარია

„დარწმუნებული ვარ, ეს შექმნის პოლიტიკურ პროცესს, რომელიც აიძულებს „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად. როდის და რა ფორმით იქნება ამას ვნახავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ამისთვის საკუთარ ჯანმრთელობას სწირავენ და ეს კარგად აჩვენებს „ქართული ოცნების“ სახეს. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ პროცესს – ის ამ ბრძოლის შეჩერებას არ გულისხმობს. არც თავად პრეზიდენტის წარმოდგენაში ეს პროცესი არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დღეს ვაჩერებთ ყველანაირი სახის პოლიტიკურ ცხოვრებას და უბრალოდ დავდივართ შეხვედრებზე. ეს „ქართულ ოცნებაზე“ გარკვეული წნეხის განხორციელების მცდელობაც არის. ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ გარკვეული თამაშის წესებს პატივი სცენ. ეს არის ორი პარალელური პროცესი. მოვუსმინე ნიკა მელიას და მივესალმები მის განცხადებას, შიმშილობა არ უშლის ხელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას. როგორც ვიცი ის უახლოეს დღეებში ზურაბიშვილს შეხვდება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – იმის იმედი, რომ “ოცნება” ნერვიულობით მოკვდება, “ნაცები” კახეთის გზატკეცილზე თუ იშიმშილებენ, არასწორი რწმენაა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ თანხმობის კუთხით რაღაც დარჩეს – წერეთელი