მასობრივი შეტევა კიევზე: 6 დაღუპული, ნანგრევებქვეშ ადამიანებს ჯერაც ეძებენ

რუსეთის მასობრივი შეტევის შედეგად, კიევის სამ რაიონში, დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა რვა, მათ შორის ორი მაშველი. ამის შესახებ ცნობებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდა ბელაია ცერკოვის და ბუჩას რაიონები. ქალაქ ბელაია ცერკვაში ცეცხლი გაუჩნდა ორ სართულზე განლაგებულ სასტუმროს შენობას, სადაც კერძო საავადმყოფო იყო განთავსებული. ხანძრის ფართობი 1500 კვადრატულ მეტრს აღწევდა. დილის 6:28 საათისთვის ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობდა. მაშველებმა შენობიდან ექვსი მძიმე ავადმყოფი პაციენტი გამოიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი იზრდება, ხოლო ნანგრევებქვეშ ამ დრომდე იმყოფებიან მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშიირანი აშშ-ს “მიძინებული ტერორისტული ჯგუფების” გააქტიურებით ემუქრება
შემდეგი სტატიაგიორგი ბოტკოველი – ქვეყანაში დიქტატურა გრძელდება, ზურა გირჩი ჯაფარიძის დაპატიმრება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იყო, რათა მან დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა