მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისში – მოწამლულია 9 ადამიანი

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა. მათგან 2 არასრულწლოვანია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ წუთებში, კვების ობიექტში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან და ობიექტს ამოწმებენ.

banner
წინა სტატიაში15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
შემდეგი სტატიაუგულავა ვაქცინაციაზე – აგერ ჯანდაბას, ჩემი მკლავი და ტანი