მასობრივი დაკავებები – პარლამენტთან დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება

მასობრივი დაკავებები და 20 ივნისის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებული დევნა – ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი პროტესტი მწვავდება. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების მონაწილეები მცირე ხნით საზაფხულო რეჟიმზე გადასვლას გეგმავდნენ, თუმცა გეგმა შეცვალეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს, სიმბოლურად, საღამოს 20 საათსა და 20 წუთზე რუსთაველის გამზირზე ისევ მასშტაბური აქცია გაიმართება. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება – გადადგეს შს მინისტრი.

პარლამენტის წინ უკვე 38 დღეა, საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის საქმეზე დაკავებული National Geographic-ის მკვლევარს მხარდამჭერები თავდებში უფდგებიან
შემდეგი სტატიაქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს