მასობრივი არეულობები ყაზახეთში

https://youtu.be/Ete3beT-WRQ

4დღეს ყაზახეთში, ქალაქ აკტობეში დაწყებული სროლების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ორი სამხედრო მოსამსახურე. 11 ადამიანი დაჭრილია – ადგილობრივი მედია ქვეყნის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

“დღეს, ასტანას დროით 15.45 საათზე, აქტიუბინის მხარეში შევიდა შეტყობინება უცნობი პირების მიერ ქალაქ აკტობეში იარაღის მაღაზია “პალადაზე” თავდასხმის შესახებ – ავრცელებს შსს-ს პრეს-სამსახური. თავდასხმის შედეგად მოკლულია მაღაზიის მეპატრონე, ერთი კი დაჭრილია.
ბოროტმოქმედების დაკავების ოპერაციისას ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ასევე, 3 ბოროტმოქმედი. რამდენიმე თავდამსხმელი მიიმალა, ერთი კი დაჭრილია – მედია წერს.

გენერალური პროკურატურა მომხდარი ფაქტის გამო ოფიციალური განცხადების გაკეთებას აპირებს.

 

https://youtu.be/Ete3beT-WRQ

banner
წინა სტატიაშიგერმანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიცემაზე ყოყმანობს
შემდეგი სტატიადელიში ადამიანების თირკმელებით მოვაჭრეთა ჯგუფი გამოავლინეს