მასკმა თქვა, რომ გადაიღალა

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა The New York Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბევრჯერ კვირაში 120 საათი უმუშავია, რამაც ძალიან გადაღალა. “გასული წელი ყველაზე რთული და მტკივნეული იყო ჩემს კარიერაში… იყო დრო, როცა ქარხანას არ ვტოვებდი სამი-ოთხი დღე ზედიზედ, ქუჩაში არ გავდიოდი. ყველაფერი კი იმ დროის ხარჯზე ხდებოდა, რომელიც მეგობრებთან და ბავშვებთან უნდა გამეტარებინა” – თქვა ბიზნესმენმა და დაამატა, რომ კინაღამ ძმის ქორწილი გამოტოვა, თავისი დაბადების დღე კი ქარხანაში, სამუშაო მაგიდასთან გაატარა. მასკის თქმით, მსგავსი გრაფიკი მის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს.

ინტერვიუმ იმ აჟიოტაჟის ფონზე ჩაიარა, რომელიც 7 აგვისტოს მის “ტვიტს” მოყვა, სადაც ბიზნესმენმა თქვა, რომ აპირებს “ტესლა” საზოგადოდან კერძო კომპანიად გარდაქმნას. მის ამ განცხადებაზე აქციონერებმა სასამართლოში იჩივლეს. გარდა ამისა, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ Tesla-დან სპეციალური დოკუმენტები გამოითხოვა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიGoogle-მა დააზუსტა თუ როგორ უთვალთვალებს მომხმარებლის გადაადგილებას
შემდეგი სტატიამერკელის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მოლოდინები