მასკმა ლოს-ანჯელესის გვირაბში გაისეირნა და თქვა, რომ მას ერთ თვეში გახსნის (ვიდეო)

მეწარმე ელონ მასკმა “ტვიტერზე” საკუთარი კომპანიის მიერ მშენებარე მაღალსიჩქარიან გვირაბში გასეირნების ვიდეო დადო და აღნიშნა, რომ სამუშაო შედგენილი გრაფიკით დასრულდება, მისი ოფიციალური გახსნა კი 10 დეკემბერს შედგება. მასკმა გვირაბს “შთამბეჭდავად გრძელი” უწოდა. მისი მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო. მასკმა მასზე საუბარი პირველად 2016 წელს დაიწყო. გვირაბი კალიფორნიის ქალაქ ხოტორნში, SpaceX-ის მთავარ ოფისთან იწყება და ლოს-ანჯელესში სრულდება. მისი სიგრძე 4 კმ-ია – “ბიბისი” წერს.

ჩაფიქრებულია, რომ გვირაბში ელექტრონული კაფსულები ავტომატურად ივლიან 200-250 კმ/სთ სიჩქარით და შეძლებენ 8-16 მგზავრის გადაყვანას. სპეციალური კაფსულა, სადაც მგზავრები იქნებიან, პირდაპირ გზიდან ჩაეშვება გვირაბში. მიწის ქვევით კაფსულას მგზავრებთან ერთად შეეძლება მანქანებიც გადაზიდოს. მომავალში დაგეგმილია პროექტის გაფართოვება – “ბიბისი” წერს.
გვირაბში სამუშაოებს მასკის კომპანია The Boring Company აწარმოებს. მას, ასევე აქვს პროექტები SpaceX ( რაკეტმზიდების შექმნა და კოსმოსში გაგზავნა), Tesla (ელექტრომობილების წარმოება), SolarCity (მზის ენერგოსისტემების წარმოება) და OpenAI (ხელოვნური ინტელექტის შექმნა).

 

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკში მექსიკელი ნარკობარონის სასამართლო პროცესი დაიწყება
შემდეგი სტატიაყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა