მაშველებს ზღვიდან 20-მდე ადამიანის გამოყვანა მოუხდათ

აჭარში, ზღვაზე 4 ბალზე მეტის სიძლიერის შტორმია. სამაშველო სამსახური საგანანგებო რეჟიმში მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ საშტორმო მდგომარეობა მოქმედებს და სანაპიროზე ამკრძალავი დროშებია აღმართული, სამაშველო სამსახურს საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა, ზღვაში მოქალაქეები გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შედიან.

“უკვე 20-მდე ადამიანი გამოვიყვანეთ წყლიდან, ხშირ შემთვევაში ნასვამები არიან. გამოძახებები სარფიდან ჩოლოქამდე ფიქსირდება”, – განაცხადა 2030-თან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მამუკა თურმანიძემ.

ამასთან, ბათუმის პორტში გემებს შესვლა გუშინ, მეორე ნახევრის შემდეგ აიკრძალა.

banner
წინა სტატიაშიბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ავტოავარია მოხდა
შემდეგი სტატიაბათუმი სტიქიას ებრძვის – ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები დატბორა