მაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამაშველოს სამსახურის თანამშრომლებმა ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ის რუსეთში მცხოვრები სომეხი ეროვნებისაა, რომელიც აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები იყვნენ ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, უკლებლივ ყველა, ყველა „კაპიკს“ მიიღებს”
შემდეგი სტატია“ენმ”-მ ხობში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა