მაშველებმა წყალტუბოში, ქვების მასაში მოყოლილი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა წყალტუბოში ადამიანი ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც ირკვევა, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი მიწის მასიდან ამოიყვანეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გადარჩენილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა საჭირო არ გახდა.

banner
წინა სტატიაში“ლელო” – მთავრობა არ იყენებს იმ საველე ჰოსპიტალს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დასაწყობებულია თავდაცვის სამინისტროში
შემდეგი სტატია“ცხოველების ფერმა” – აქტვისიტებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს