მაშველებმა შავ ზღვაში ხუთბალიან შტორმში ორი ადამიანი გადაარჩინეს

მაშველებმა შავ ზღვაში ხუთბალიან შტორმში ორი ადამიანის გადაარჩინეს. ისინი ბათუმსა და გურიაში ცუდი ამინდის მიუხედავად ზღვაში ბანაობდნენ.
როგორც  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მოქალაქეები გაფრთხილების მიუხედავად ზღვაში მაინც შედიან.
უწყების ცნობით, სანაპიროზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალულია. წითელი ალმები გუშინ დღის მეორე ნახევარში აღიმართა და შტორმის დასრულებამდე იქნება.
სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს სამაშველო სამსახური რამდენიმე ენაზე მოუწოდებს, შტორმის გამო, ზღვაში არ შევიდნენ.

banner
წინა სტატიაში112-ში უამინდობასთან დაკავშირებით ათეულობით ზარი შევიდა
შემდეგი სტატიაბესიკ ლილუაშვილი – შავნაბადას მთაზე ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს