მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა 46 წლის სერბი ტურისტი გადაარჩინეს.

შემთხვევა ლომისას ქედზე მოხდა, სადაც 4 ტურისტი ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ.

დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი სამებაში საკვირაო წირვას არ ესწრება
შემდეგი სტატიადეკანოზი გიორგი მამალაძე, საკანში აუდიო-ვიზუალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება-ომბუდსმენი