მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ‘’112’’-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება.

მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

წინა სტატიაშიპოლტავას რეგიონში ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დამბობეს , სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა (ვიდეო)
შემდეგი სტატია„ქართული ოცნებისთვის” ერთადერთი გამოსავალია, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის და 12 – პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით – ვაშაძე