მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ჩამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მეცხვარეებთან ერთად იმყოფებოდა აშშ-ის მოქალაქე ფოტოგრაფი, რომელიც იყო შეუძლოდ და საავადმყოფოში გადასაყვანად ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ასევე, ომალოს მიმდებარედ, მთაში, მწყემსებისთვის განკუთვნილ შენობაში იმყოფებოდა მწყემსი, 61 წლის მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ასევე, ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

აღნიშნულ ლოკაციებზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეტყობინებებზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფმა. ომალოს მიმართულებით, მეხანძრე-მაშველები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან გავიდნენ.

მეხანძრე-მაშველების მიერ
ორივე მოქალაქე უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: უიარაღო გიგა ოთხოზორიას „დანაშაული“ საკუთარი სახლის მონატრება იყო
შემდეგი სტატიატარიელ ნაკაიძე: ძალიან ცივილურად და კარგი ფორმით დავშორდით ერთმანეთს