მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ვერტმფრენით მოხდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

banner
წინა სტატიაშისავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი დილიდან 2.6 ლარის ნიშნულის ფარგლებშია
შემდეგი სტატიათანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა – დაკავებულია ერთი პირი