მაშველებმა მდინარე ყვირილაში ჩარჩენილი ავტომობილები და მათი მგზავრები გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სამაშველო ჯგუფებმა
უხვი ნალექის გამო დატბორილი ეზოებისა და სარდაფების ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. მაშველებმა ჩაატარეს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მოქალაქეები და ავტომანქანები უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოქალაქე წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს. ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მდინარე რიონის წყლის დონის მატების გამო ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე აღმოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი და ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამმართველოს სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მამაკაცი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.

ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ყვირილას კალაპოტიდან გადმოსვლამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარციხის დატბორვა გამოიწვია, რამაც შეაფერხა ავტომობილების გადაადგილება. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამაშველო ჯგუფები, რომლებმაც წყალში ჩარჩენილი ავტომობილები და მათი მგაზვრები უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიაგლაძის ქუჩაზე 6 სართულიანი შენობის ფლიგელი ჩამოინგრა (video)
შემდეგი სტატიაკიდევ რომელ დედაქალაქებს ემუქრება ,,ისლამური სახელმწიფო,, სისხლის გუბეებით…?